Tuesday, November 17, 2015

პროექტი „მოუარეთ საქართველოს“




პრობლემის განსაზღვრა__მოსწავლეებს უჭირთ რეფერატის დაწერა ამა თუ იმ კვლევითს
                                                საკითხზე

მიზანი__მოსწავლემ უნდა შეძლოს რეფერატის დაწერა ნ. ლორთქიფანიძის ცხოვრებასა                        

                    და შემოქმედებაზე

ამოცანები__
  • მოიძიონ ინფორმაციები ნ. ლორთქიფანიძის ბოგრაფიიდან ის ინფორმაციები, რომელიც დაკავშირებულია  მის პიროვნულ თვისებებთან (თანამედროვეთა მოგონებები, მიძღვნილი ლექსები)
  • დაამუშაონ საკითხი  „იმპერსიონიზმი მხატვრულ ლიტერატურაში“ ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედების მაგალითზე
  • გააანალიზონ ნ. ლორთქიფანიძის მინიატურები

განხორციელების გზები__
  • ინფორმაციების მოძიება (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, სახლ-მუზეუმი)
  • ექსკურსია სახლ-მუზეუმში
  • ინფორმაციების მოძიება იმპრესიონიზმის შესახებ (მხატვრობასა და ლიტერატურაში)
  • პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ მოსწავლეები(მე-9 კლასი)

მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა_
  • პროექტზე მუშაობა დაეხმარება მოსწავლეებს  ა) მოტივაციის ამაღლებასა და ყოველდღიურობასთან კავშირის დანახვაში: ბ)გაზრდის მათი მიღწევის დონეს:  გ) უფრო მომზადებული აღმოჩნდება მომავლისთვის

პროექტის განხორციელებითვის საჭირო დროის შესაბამისობა მოთხოვნილ ვადებთან__
  • დავალების მიცემა __16.11
  • ექსკურსია__22.11
  • საკითხების შეგროვება და რედაქტირება __17__24/ 11
  • პროექტის პრეზენტაცია __ 17.11

პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრა__
                                    აღჭურვილობა __

  • კომპიუტერი
  • პრინტერი
  • ფოტოაპარატი

                                      პროექტი „მოუარეთ საქართველოს“

Saturday, November 14, 2015

იავნანამ რა ჰქმნა?


გაკვეთილის მთავარი თემა
ი. გოგებაშვილი „იავნანამ რა ჰქმნა?!“__მხატვრული ტექსტის დაკავშირება ხელოვნების სხვა დარგებთან /მხატვრული ლიტერატურა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი/
სწავლების საფეხური
დაწყებითი.  მე-5 კლ.
მოსწავლეთა პროფილი
33  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ნაწარმოების ხელოვნების სხვა დარგებთან დაკავშირებას. გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეს დაკვირვების, შედარების დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარებას. დაეხმარება წინარე ცოდნის გამოყენებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ლიტერატურული ნაწარმოების ხელოვნების სხვა დარგებთან დაკავშირება:
1. მოსწავლე შეძლებს მოთხრობის საკვანძო საკითხების გამოყოფას

2. მოსწავლე შეძლებს საკვანძო საკითხების ამოცნობას სიმღერიდან, სურათებიდან ფილმიდან

3. მოსწავლე შეძლებს განსხვავების დაფიქსირებას  მოთხრობასა და ფილმს შორის და გამოიტანს სათანადო დასკვნას
წინასწარი ცოდნა

წაკითხული და გაანალიზებული აქვთ მოთხრობა;

აქვთ ნანახი მხატვრული ფილმი;

მოძიებული აქვთ ინფორმაცია დაღესტანზე, ალაზნის ველსა და ვაშლოვანზე (ვაშლოვანის ნაკრძალი)
შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ფურცლები,მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა,

ფლიფჩარტი, სტიკერები, სტენდი გამოფენისთვის
გაკვეთილის მსვლელობა

საორგანზაციო საკითხები __2 წთ

      Aფაზა (გამოწვევა)
 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის აქტივობების თანმიმდევრობას

      B ფაზა (შინაარსის რეალიზება) __40 წთ


1. მოსწავლეები გამოყოფენ მოთხრობიდან საკვანძო საკითხებს__ალაგებენ თანმიმდევრობით, წერენ სტიკერებზე და ამაგრებენ დაფაზე

2. წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციებს „იავნანაზე“, „იავნანას“ ტექსტებს, როგორც ხალხურს, ისე კლასიკურს, ისმენენ სიმღერის ერთ-ერთ ვარიანტს.

3. ეცნობიან ილუსტრაციებს და აფიქსირებენ რომელი ფრაგმენტის ილუსტრაციაა წარმოდგენილი და როგორი ინტერპრეტაციით.
4. ნახავენ ფოტოებს ფილმიდან და დააფიქსირებენ მსგავსებასა და განსხვავებას მითხრობასა და ფილმს შორის


5. შეეცდებიან  პასუხი გასცენ კითხვას:

ა.„რატომ არის ასე მრავლად შინაარსთან დაკავშირებული             განსხვავება ფილმსა და მოთხრობას შორის?“

ბ. როგორი მსგავსებაა ფილმსა და მოთხრობას შორის__თემატური თუ იდეური?

6. საშინაო დავალების მიცემა: დაწერონ თხზულება, სადაც თანატოლებს ურჩევენ ნახონ ნ. ჯანელიძის ფილმი

C ფაზა (გამთლიანება)  4 წთ
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, გამოაქვს დასკვნა. მოსწავლებს სთხოვს  ისაუბრონ, თუ რა ისწავლეს ამ კონკრეტულ გაკვეთილზე, რაში გამოადგებათ ეს ცოდნა; აფასებს მოსწავლეებს.


ფილმი














Add caption